თიბისის ციფრული ბანკის კამპანია 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყება და 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 ან მეტი წლის.

თიბისის ციფრულ ბანკში შესვლისთანავე დაინახავ საჩუქრის ღილაკს, საიდანაც თითის ერთი დაჭერით შეხვალ, უპასუხებ შეკითხვებს და მიიღებ პრიზებს. კითხვები დაისმება კვირაში სამჯერ. შენ შეგიძლია უპასუხო ციფრულ ბანკში დასმულ დღის კითხვებს, დააგროვო ქულები (სწორი და არასწორი პასუხის შემთხვევაშიც კი) და შემდეგ გადაცვალო სხვადასხვა საჩუქარში.

დღის კითხვას ეყოლება „ტოპ 20“ –  20 მომხმარებელი, რომელიც  კითხვებს ყველაზე სწრაფად უპასუხებს  და დამატებით საჩუქრებსაც მიიღებს. დამატებით შეგიძლია  უპასუხო ბონუს კითხვებს და გაიორმაგო ქულები (სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მიიღებ 50 ქულას, ხოლო არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში - 10 ქულას. ბონუს კითხვებზე პასუხის გაცემით  კი მიღებულ ქულებს გაიორმაგებ). ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი: დაგროვილი ქულების გადაცვლა სხვადასხვა ფულად პრიზში შეგეძლება, მათი ნახვა საჩუქრების გვერდზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, თუ „ტოპ 20-ში“ მოხვდი, დამატებით დასაჩუქრდები თიბისისგან.

ფულადი პრიზების გარდა, ქულების გადაცვლა ფინალური ეტაპზე მინიშნებებშიც შეიძლება.  თითოეულ პრიზს შესაბამისი ქულა უწერია „საჩუქრების“ ველში. ფინალურ ეტაპზეც კითხვა-პასუხი უფრო გართულდება თავსატეხებით. ფინალური ეტაპის დაწყების შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდება ცნობილი. ფინალში მონაწილეობის უფლება ექნება ყველა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა ჩართული იყო თუ არა ის საწყის ეტაპზე. ფინალური ეტაპის გამარჯვებული იქნება პირველი სამი მომხმარებელი. გამარჯვებულები კი მიიღებენ შემდეგ პრიზებს:

I ადგილი - 50,000 ლარი

II ადგილი - 20,000 ლარი

III ადგილი - 10,000 ლარი

Asset 3.png

გადმოწერე თიბისის ციფრული ბანკი

apple.png
google.png