top of page

მოემზადე საჩუქრების კამპანიის ფინალური მარათონისთვის

29 იანვარი, 16:00 საათი

ფინალური ეტაპის წესები


1.    როგორი იქნება ფინალური ეტაპი?
საჩუქრების კამპანიის ფინალი იქნება 20 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.

2.    რა ხდება კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში?
კითხვებზე პასუხი თანმიმდევრობით უნდა გასცე. მარათონს დაიწყებ პირველი შეკითხვით და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ, მომედვნო კითხვაზე გადახვალ. არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მიიღებ 3 წუთიან ჯარიმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წუთის განმავლობაში იმავე კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებ. თითოეულ კითხვაზე პასუხის მცდელობების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა ყოველ არასწორ მცდელობაზე 3 წუთიანი ჯარიმა თავიდან დაგერიცხება.

3.    როდის გავიგებ გავიმარჯვე თუ არა?
როცა ყველა კითხვას უპასუხებ და მარათონის ბოლოში გახვალ, მაშინვე გაიგებ, რომელ ადგილზე გახვედი, მოხვდი თუ არა პირველ სამ გამარჯვებულს შორის და რა დროში დაასრულე ფინალური მარათონი.

4.    რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერავინ ვერ უპასუხებს 20-ვე კითხვას?
იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა მონაწილემ ვერ შეძლო ფინალური ეტაპის 20-ვე კითხვაზე პასუხის გაცემა, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვას უპასუხა, ყველაზე მცირე დროში. დროის ათვლა ხდება ფინალური მარათონის სტარტის მომენტიდან ბოლო პასუხგაცემული კითხვის მომენტამდე. (მაგალითისთვის, თუ ვერავინ ვერ მოახერხა მე-17 კითხვაზე პასუხი, გამარჯვებული სამეული შედგება მე-16 კითხვაზე პასუხის დროით).

5.    რამდენი გამარჯვებული ეყოლება ფინალურ ეტაპს და რა იქნება პრიზი?
ფინალურ ეტაპს ეყოლება სამი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგ პრიზებს:
I ადგილი - 50,000 ლარი
II ადგილი - 20,000 ლარი
III ადგილი - 10,000 ლარი

6.    ფინალურ ეტაპზე გამომადგება მანამდე დაგროვილი ქულები?
ფინალურ ეტაპში მანამდე დაგროვებული ქულები მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მარათონის დაწყებამდე დარჩენილი ქულების სანაცვლოდ მიიღებ შესაბამისი რაოდენობის მინიშნებებს. 200 ქულა = 1 მინიშნებას. მაგალითად, თუ დარჩენილი გაქვს 1000 გამოუყენებელი ქულა, ფინალურ ეტაპზე მიიღებ 5 მინიშნებას.

7.    რაში დამჭირდება მინიშნებები?
მინიშნებები დაგეხმარება, უპასუხო ფინალური ეტაპის რთულ კითხვებს. თითო კითხვაზე მხოლოდ ერთი მინიშნების გამოყენებას შეძლებ.

8.    როგორ ჩავერთო ფინალურ მარათონში?
ფინალში მონაწილეობის უფლება ექნება ყველა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საწყის ეტაპზე. ფინალის დღეს, მარათონში ჩართვას შეძლებ აპლიკაციის გახსნისთანავე, ავტორიზაციის გავლამდე არსებული ფინალური თამაშის გვერდიდან.

9.    აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა მქონდეს ფინალში მონაწილეობის მისაღებად?
ფინალში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: Android – 6.29.5, ხოლო iOS – 4.29.0

ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის ფინალის ტექნიკური მხარდაჭერა ვრცელდება მხოლოდ Apple-ის მიერ წარმოებულ ოფიციალურ iPhone მოწყობილობებსა და Google-ის მიერ სერტიფიცირებულ Android მოწყობილობებზე (https://www.android.com/certified/partners/). არასერტიფიცირებული მწარმოებლების მოწყობილობებზე, ან ისეთ მოწყობილობებზე, რომლებზეც აყენია Android-ის ან iOS-ის მოდიფიცირებული ოპერაციული სისტემა, შესაძლოა წარმოიშვას პრობლემები.

10.    როდის იქნება საჩუქრების კამპანიის ფინალი?
მარათონი დაიწყება 29 იანვარს, 16:00 საათზე.  მანამდე კი, განაახლე ციფრული ბანკის აპლიკაცია.

Asset 3.png

გადმოწერე თიბისის ციფრული ბანკი

apple.png
google.png
bottom of page