თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა Tbilisi Open Air-ზე გრძელდება
თიბისი და Glovo, პარტნიორობის ფარგლებში, Tbilisi Open Air-ზე მისულ ადამიანებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან.
Glovo წელს მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ფესტივალის დღეებში, 23-24-25 ივნისს, რიგში დგომის გარეშე ნებისმიერი სასურველი საკვები თუ სურსათი Glovo-ს აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეუკვეთონ.
თიბისი კი, Glovo-ს აპლიკაციაში თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მომხმარებელს თანხის 25%-ის დაბრუნებას სთავაზობს, რომელიც Glovo-ს ანგარიშზე ავტომატურად, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში აისახება.
ტოპ მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტად იაქტიურებენ ფესტივალის ფარგლებში, დამატებით დასაჩუქრდებიან Glovo-სგან სხვადასხვა პრიზით.
ფესტივალის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციაში შესულ მომხმარებლებს დახვდებათ ერთი მთავარი კატეგორია, Tbilisi Open Air, სადაც თავს მოიყრის მხოლოდ ფესტივალზე წარმოდგენილი კვებისა და სურსათის ობიექტები. მომხმარებლები მარტივად შეძლებენ, ამ კატეგორიიდან სასურველი პროდუქტების შეკვეთას.
მომხმარებელს შეკვეთის მიღების ორი ვერსია ექნება:
1) საკვები ობიექტიდან გატანა ე.წ. Pick Up, ანუ თვითმომსახურება. სასურველ კვების ობიექტში შესვლისას მთავარია, რომ მომხმარებლებმა აირჩიონ takeaway სერვისი delivery–ს ნაცვლად და ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე მიიღონ სასურველი პროდუქტი.
ამის შემდეგ, აპლიკაციაში მიუვათ შეტყობინება, რომ მათი შეკვეთა მზადაა, მოუწევთ კვების ობიექტთან მისვლა და რიგში დგომის გარეშე მიიღებენ გამზადებულ შეკვეთას.
2) აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი delivery service-იც. ფესტივალის ტერიტორიაზე ნავიგაციის გამარტივების მიზნით კი იქნება 3 მიტანის პუნქტი, სადაც Glovo-ს კურიერები მომხმარებლებს გადასცემენ შეკვეთებს გამზადების შემდეგ.
თიბისი უკვე მრავალი წელია Tbilisi Open Air-ის მხარდამჭერია. Glovo-სა და თიბისის კი ექსკლუზიური პარტნიორობა 2022 წლის სექტემბრიდან აკავშირებთ.