Google Wallet

Google Wallet-ი ანდროიდის ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მობილური ტელეფონით გადახდა ნებისმიერი მომსახურების ობიექტზე, სადაც განთავსებულია უკონტაქტო გადახდის POS ტერმინალები; 

Google Wallet-ში შესაძლებელია, როგორც სადებეტო, ისე საკრედიტო Visa/MasterCard ბარათის დამატება;
 

იმისათვის რომ ისარგებლო Google Wallet-ით, შენს ტელეფონს უნდა ჰქონდეს:

ანდროიდის 5.0 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემა

NFC მხარდაჭერა.  

მობილურის პარამეტრებიდან Google Wallet-ი ძირითადი გადახდის მეთოდად  უნდა იყოს არჩეული (Default mobile payment service);

ინსტალაცია

ანდროიდის მობილური ტელეფონების ზოგიერთ მოდელზე Google Wallet-ის აპლიკაცია თავიდანვე დაინსტალირებულია; სხვა შემთხვევაში  გადმოწერა და ინსტალაცია უნდა შესრულდეს GOOGLE PLAY-დან;

Google Wallet-ში ბარათის დამატება შეგიძლია:

 

  1. სკანირების მეთოდით - მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებით ბარათის მონაცემების დასკანერება;

  2. Google Wallet-ის აპლიკაციაში ბარათის მონაცემების ხელით შეყვანის გზით;

  3. ციფრული ბანკიდან ბარათის დამატებით

ბარათის ციფრული ბანკიდან დამატება


Google Wallet-ში ბარათის დამატება შესაძლებელია თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაციიდან; ამისათვის, უნდა სარგებლობდე ციფრული ბანკით. 

1. განაახლე ციფრული ბანკის  აპლიკაცია
2. შედი ციფრული ბანკის აპლიკაციაში
3. გადადი ბარათების ტაბზე;. 
4. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ბარათი Google Wallet-ში დამატებული არ არის, ბარათზე აქტიური იქნება Google Wallet-ში დამატების ღილაკი.
5. Google Wallet-ში დამატების ღილაკის არჩევის შემდეგ ბანკში შენს სახელზე რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე გამოგეგზავნება 4-ნიშნა OTP კოდი  
6. შეიყვანე OTP კოდი ციფრული ბანკის აპლიკაციაში და დაადასტურე მოთხოვნა
7. ციფრული ბანკის აპლიკაციიდან ავტომატურად გადამისამართდები Google Wallet-ზე;
8. დაენთანხმე ხელშეკრულებას Google Wallet-ში;
9. Google-ის მხრიდან მოწყობილობის სანდოობის ვერიფიკაციის მიზნით შესაძლოა დამატებით გამოგეგზავნოს OTP კოდი, რომელიც მოგივა SMS-ით
10. ბარათი ემატება Google Wallet-ში, მიიღებ SMS შეტყობინებას.

    

აპლიკაციაში ბარათის დასამატებლად აუცილებელია ბარათს ჰქონდეს აქტიური სტატუსი. იმ შემთხვევაში თუ ბარათი დაბლოკილია რაიმე მიზეზით, აპლიკაციაში დამატება ვერ მოხდება; 
 

ბარათის Google Wallet-ში სკანირებით ან ხელით შეყვანა

1. გახსენი Google Wallet-ის აპლიკაცია
2. ხელით შეიყვანე ბარათზე მითითებული მონაცემები (ბარათის 16-ნიშნა ნომერი, მოქმედების ვადა და  CVV კოდი)  ან დაასკანერე  მობილური ტელეფონის კამერის საშუალებით ბარათზე დატანილ  მონაცემები.
3. დაადასტურე Google Pay-ს ხელშეკრულების;
4. დაადასტურე ბანკის ხელშეკრულებას;
5. აარჩიე ვერიფიკაციის მეთოდი:

  • OTP - ბანკში შენს სახელზე რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე გამოგეგზავნება 6-ნიშნა OTP კოდი, რომლითაც გაივლი ვერიფიკაციას

  • ბანკის ცხელ ხაზზე 2 27 27 27 დაკავშირება

6. ბარათი ემატება Google Wallet-ში, რის შესახებაც მიიღებ SMS შეტყობინებას.

mastercard (1).png

როგორ გადავიხადო Google Wallet-ით?

Google Wallet-ით გადახდა შესაძლებელია საქართველოში და საზღვარგარეთ, ისეთ ადგილებში, სადაც იქნება უკონტაქტო გადახდის ან Google Pay-ს ნიშანი: 

 POS ტერმინალზე (Google Wallet-ის გახსნით).


1. განბლოკე ტელეფონი და გახსენი  Google wallet აპლიკაცია; 
2. აარჩიე  Google wallet-ში დამატებულ ერთ-ერთ ბარათი
3. მოსთავსე მობილურ ტელეფონი ტერმინალის უკონტაქტო წამკვითხველთან;
4. ტრანზაქცია შესრულებულია.

POS ტერმინალზე გადახდა (Google Wallet-ის გახსნის გარეშე)

 მობილური ტელეფონის განბლოკვის და Google wallet აპლიკაციის გახსნის გარეშე შესაძლებელია 100 ლარამდე  ოდენობის ტრანზაქციის შესრულება. 
1.    მოათავსე მობილური ტელეფონს ტერმინალის უკონტაქტო წამკვითხველთან;
2.    ავტომატურად გახსენი Google wallet-ის აპლიკაცია, რომელშიც არჩეულია დეფოლტად განსაზღვრული ბარათი.
3.    ტრანზაქცია შესრულებულია. 

ელექტრონულ კომერციაში გადახდა


მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდს/აპლიკაციას, სადაც ხდება ტრანზაქციის განხორციელება ჰქონდეს Google Pay-თ გადახდის შესაძლებლობა;
1.  განბლოკე ტელეფონი
2. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში სასურველი ნივთის/მომსახურების შერჩევის შემდეგ, მომხმარებელი აარჩიე Google Wallet-ით გადახდის მეთოდი;
3. დაადასტურე გადახდა 

ბანკომატიდან (ATM) თანხის განაღდება


1. განბლოკე ტელეფონი და გახსენი  Google wallet აპლიკაცია
2. აირჩიე Google wallet-ში დამატებულ ერთ-ერთ ბარათს;
3. მოათავსე მობილურ ტელეფონი ბანკომატის უკონტაქტო წამკვითხველთან;
4. ბანკომატზე შეიყვანე ბარათის პინ-კოდი;