გააციფრულე ბიზნესი
შექმენი ონლაინ მაღაზია / რესტორანი / სასტუმრო
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ვებ გვერდი E-commerce გადახდის სისტემით, თიბისი, გთავაზობთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ თქვენი კომპანია განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს.
თქვენ უკვე შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სრულად გამართული E-commerce ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებთ. პროგრამისთვის განაცხადების მიღება ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
რას გთავაზობთ?
შეთავაზება მოიცავს:
– პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მარტივად შექმნით ვებ-გვერდს თქვენი მაღაზიისთვის, სასტუმროსთვის ან რესტორნისთვის
– ფოტოგრაფის მომსახურებას, რომელიც დაასურათებს თქვენს პროდუქციას ან სივრცეს
– თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას - TBC ელკომერციას
– მიტანის სერვისს.
დაფინანსება
მხოლოდ თიბისის ბიზნეს კლიენტებისთვის:
– კომპანია B2C, KOVZY და EHotelspace პლატფორმის, 3 თვით სრულიად უფასოდ გამოყენება
– ონლაინ გადახდის სისტემის - TBC ელკომერციის ინტეგრაცია და 3 თვე შევსებადი საკომისიოს გარეშე გამოყენება
– ფოტო სტუდია MAGMA-ში პროდუქციის/სივრცის დასურათებაზე - 30% ფასდაკლება
– სპეციალური ტარიფი, Elvis-ის და Onway-ს მიტანის სერვისით სარგებლობისას