top of page
სისტემური-განახლება.png

iOS ოპერაციული სისტემის განახლება

 

რა არის საჭირო:

1. რეკომენდირებულია, რომ მონაცემები დამახსოვრებული იყოს iCloud ზე ან
სხვა მოწყობილობაზე (მაგალითად, ლეპტოპი);

2. მოწყობილობა უნდა იყო შეერთებული დენის წყაროზე, დასატენად და
ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან.

ნაბიჯები:

33.png

01

შევდივართ Settings-ში (პარამეტრები)

02

პარამეტრებიდან გადავდივართ General-ში

03

General-იდან გადავდივართ Software Update-ზე

04

შესაძლოა, საჭირო გახდეს ახალი ოპერაციული სისტემის ჯერ გადმოწერა და შემდეგ დაყენება 
Download & Install, ან პირდაპირ დაყენება - Install. 

05

თუ შეტყობინება ითხოვს აპლიკაციების დროებით წაშლას, რადგან პროგრამულ უზრუნველყოფას სჭირდება მეტი მეხსიერება განახლებისთვის, შეგიძლიათ, დააკლიკოთ "გაგრძელებას" აპლიკაციების წაშლის დასაწყებად. ინსტალაციის დასრულების შემდეგ, ეს აპლიკაციები ავტომატურად ხელახლა დაინსტალირდება. თუ მონიშნავთ ღილაკს "გაუქმება". შეგიძლიათ, ხელით წაშალოთ სხვადასხვა ტიპის აპლიკაცია და ფოტო/ვიდეო მასალა თქვენი მოწყობილობიდან, მეტი სივრცის დასამატებლად.

22 (3).png

Apple ოფიციალური გვერდი:
https://support.apple.com/en-us/HT204204 

ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=1FcE86kwODQ

Android-ის ოპერაციული სისტემის განახლება

რა არის საჭირო:

1. მოწყობილობა უნდა იყო შეერთებული დენის წყაროზე (დასატენად) და ქონდეს წვდომა ინტერნეტთან

ნაბიჯები:

1. შევდივართ settings (პარამეტრები)

2. Setting ებიდან გადავდივართ About Phone ში

3. About Phone იდან გადავდივართ Check for Updates. ზე

4. დავინახავთ ოფციას Install, რომლითაც შეგვიძლია განახლება (შესაძლოა იყოს Install Now, Reboot and install, or Install System Software.)

 

ინსტრუქცია: https://www.t-mobile.com/resources/how-to-update-android-phone

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=uzu4Jp7UFpI

TBC Bank მობილური აპლიკაციის განახლება
iOS-ზე

რა არის საჭირო:

1. მოწყობილობას ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან

2. გვახსოვდეს iCloud-ის მონაცემები, რომლითაც გადმოვიწერეთ აპლიკაცია

ნაბიჯები:

1. შევდივართ App Store-ში

2. ვეძებთ TBC Bank-ს

3. ვაჭერთ TBC Bank-ს, რომ შიდა გვერდზე გადავიდეთ

4. ვაჭერთ ლურჯ ღილაკს Update

TBC Bank მობილური აპლიკაციის განახლება 
ანდროიდზე

რა არის საჭირო:

1.მოწყობილობას ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან

2. გვახსოვდეს Mail-ის მონაცემები, რომლითაც გადმოვიწერეთ აპლიკაცია

ნაბიჯები:

1. შევდივართ Play Store / Google Play-ში

2. ვეძებთ TBC Bank-ს

3. ვაჭერთ TBC Bank-ს, რომ შიდა გვერდზე გადავიდეთ

4. ვაჭერთ ღილაკს Update

bottom of page