TBC X Glovo — პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის
ცოტა ხნის წინ თიბისი და Glovo ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. სამწლიანი თანამშრომლობა ლიდერ ფინანსურ ორგანიზაციასა და მიწოდების ბაზარზე წამყვან სტარტაპს შორის, ისევ და ისევ, მომხმარებლების ცხოვრების გამარტივების მიზნით დაიწყო და მრავალ მიმართულებას ფარავს.
რას გულისმობს პარტნიორობა?
თანამშრომლობა ღრმავდება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, რომლებიც ქვეყანაში ციფრულ ეკოსისტემას ავითარებენ. ამ კუთხით, სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს ქვეყნის ეკონომიკისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდისთვის. თანამშრომლობა კი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს:
-
Glovo App-ში საბანკო მომსახურების ინტეგრაცია დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ Glovo-ს აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომია თიბისის ფინანსური სერვისები;
-
ექსკლუზიურად, თიბისის მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობენ და ამას პარტნიორობის ფარგლებში მუდმივი სახე ექნება;
-
დაიწყო მუშაობა ერთობლივ სოციალურ პროექტებზე;
-
ტრენინგების, ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით, თიბისი Glovo-სთან ერთად ახალი ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს;
-
ძლიერდება სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესის/ვაჭრობის მხარდაჭერა.
რაც მთავარია, შეთანხმება ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობაში სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებების ინტეგრირებას.
თიბისის სერვისები Glovo-ს აპლიკაციაში
მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისის სერვისები და პროდუქტები უკვე Glovo-ს აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი. საწყის ეტაპზე, Glovo-დან სამი სერვისის — თიბისი ნაკრების, თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრებისა და თიბისი კრედიტის მიღებაა შესაძლებელი.
თიბისი ნაკრები აერთიანებს შენზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და საშუალებას გაძლევს, მარტივად მართო საკუთარი ფინანსები. 2, 5 ან 10 ლარიანი ნაკრები, საჭიროებების მიხედვით, აერთიანებს ციფრულ ბანკში კომუნალურების უფასოდ გადახდას, თანხის განაღდებას, სხვა ბანკში გადარიცხვას, ბარათების დაზღვევასა და სხვა სერვისებს.
თიბისი კონცეპტი თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომელიც გაძლევს მეტ დროს ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად. Glovo-ზე შეძლებ შეუკვეთო თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა შემოთავაზებითა და უპირატესობებით ისარგებლებ.
თიბისი კრედიტის დახმარებით კი სამომხმარებლო სესხის აღება დისტანციურად შეგიძლია შენზე მორგებული პირობებით.
ამ სერვისების Glovo-დან შესაძენად სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:
-
იპოვე TBC Services სექცია Glovo App-ის მთავარ გვერდზე;
-
აირჩიე სასურველი ფინანსური პროდუქტი ჩამონათვალიდან — გამოიწერე თიბისის 2, 5 ან 10 ლარიანი ნაკრები სასურველი ფერის ბარათით, თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები ან მოითხოვე სამომხმარებლო სესხი თიბისი კრედიტის სექციიდან;
-
გადაიხადე პროდუქტის ღირებულება შეკვეთის დროს (გადახდილი თანხა უკან, Glovo App-ში მითითებულ საბანკო ანგარიშზე 24 საათის განმავლობაში დაგიბრუნდება);
-
დაელოდე თიბისის თანამშრომლის ზარს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღემდე, გაეცანი დეტალურ ინფორმაციას სასურველ პროდუქტზე, მიიღე შერჩეული ნაკრები ან დაიმტკიცე სესხი.
მას შემდეგ, რაც საბანკო პროდუქტებს Glovo App-დან გამოიწერ და თიბისის თანამშრომელი დაგიკავშირდება, მომსახურების დასტურის შემთხვევაში თიბისი დაგეხმარება, მიღო სასურველი პროდუქტები შენზე მორგებული პირობებით.
თიბისისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ისეთ მაღალტექნოლოგიურ და სწრაფად მზარდ სტარტაპთან თანამშრომლობა, როგორიც Glovo-ა.
“თიბისი მაქსიმალურ ინვესტირებას მოახდენს ამ პარტნიორობაში, რაც გულისხმობს თიბისის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს, მიწოდების სფეროში საუკეთესო გამოცდილების შექმნას და მხარს დაუჭერს Glovo-ს, რათა კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს თავისი აპლიკაცია. როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, თიბისი აქტიურად აგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების საკუთარ ეკოსისტემაში ინტეგრირების პროცესს, რითაც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს”, — აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.