თიბისი ნაკრების განსაკუთრებული შეთავაზება
Mastercard-ის ბარათის მომხმარებლებს

აქციის პირობა:

თიბისი ნაკრები MC ბარათის მომხმარებელს სთავაზობს:

  1. ყოველდღიურად თიბისის ნაკრების MC ბარათით გადახდა მომგებიანია, მოხვდი ყოველდღე პირველ 100 მომხმარებელში, შეასრულე ჯამში 25 ლარის ტრანზაქციები თიბისის POS ტერმინალზე და დასაჩუქრდი 50 ლარით (დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე)

  2. შეასრულე ყველაზე მეტი ტრანზაქცია კვირის განმავლობაში თიბისის POS ტერმინალზე ნაკრების MC ბარათით და დასაჩუქრდი მოპედით

  3. თუ არ გაქვს თიბისის არც ერთი ტიპის ბარათი და გსურს აქციაში მონაწილეობა, გამოიწერე ნაკრები 2/5/10 და ნაკრებში შემავალი MC ბარათით გადახდისას პირველ ტრანზაქციაზე დასაჩუქრდი 10 ლარით

 

აქციაში მონაწილე პროდუქტი:

  • ნაკრები 2/5/10-ში შემავალი Mastercard-ის სადებეტო ბარათი.

აქციის პერიოდი:  

  • 2022 წლის 16 ნოემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აქციის გამარჯვებულები:

   1. დღის გამარჯვებული

როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა: პირველი 100 მომხმარებელი, რომელიც თიბისის ნაკრების MC ბარათით შეასრულებს ჯამში 25 ლარის ტრანზაქციებს თიბისის POS ტერმინალზე დასაჩუქრდება 50 ლარით (დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე).

როდის მოხდება მომხმარებლების დასაჩუქრება: მომხმარებლებს 50 ლარი დაერიცხებათ, ნაკრებში შემავალ MC ბარათის საბარათე ლარის ანგარიშზე, ტრანზაქციის განხორციელებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში.

   2. კვირის გამარჯვებული

როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა: მომხმარებელი, რომელიც შეასრულებს ყველაზე მეტ ტრანზაქციას კვირის განმავლობაში ნაკრები 2/5/10-ის MC სადებეტო ბარათით თიბისის POS ტერმინალზე დასაჩუქრდება მოპედით. ტრანზაქცია უნდა იყოს მინიმუმ 10 ლარიანი და დღის განმავლობაში შესრულებული სხვადასხვა ობიექტებში.

გამარჯვებულების გამოვლენის საანგარიშო პერიოდებია:

  • 16 ნოემბრიდან - 22 ნოემბრის ჩათვლით

  • 23 ნოემბრიდან - 29 ნოემბრის ჩათვლით

  • 30 ნოემბრიდან - 6 დეკემბრის ჩათვლით

  • 7 დეკემბრიდან - 13 დეკემბრის ჩათვლით

  • 21 დეკემბრიდან - 27 დეკემბრის ჩათვლით

  • 28 დეკემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით

 

როდის მოხდება მომხმარებლების დასაჩუქრება: მოპედით დასაჩუქრდება ჯამში 7 მომხმარებელი. 2022 წლის 28 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს გამოვლინდება გამარჯვებული და გადაეცემა საჩუქარი.

გამარჯვებულების გამოვლენის თარიღებია: 

  • 28 ნოემბერი

  • 5 დეკემბერი

  • 12 დეკემბერი

  • 19 დეკემბერი

  • 26 დეკემბერი

  • 8 იანვარი

 

   3. ახალი მომხმარებელი

როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა: მომხმარებელი, რომელსაც არ აქვს არცერთი ტიპის თიბისის ბარათი, აქციაში ჩასართავად გამოიწერს ნაკრები 2/5/10-ს და ნაკრებში შემავალი MC ბარათით თიბისის POS ტერმინალზე შეასრულებს პირველ ტრანზაქციას დასაჩუქრდება ბონუსად 10 ლარით.

როდის მოხდება მომხმარებლების დასაჩუქრება: მომხმარებლებს 10 ლარი დაერიცხებათ, ნაკრებში შემავალ MC ბარათის საბარათე ლარის ანგარიშზე, ტრანზაქციის განხორციელებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ერთი მომხმარებელი ერთი პირობის ფარგლებში დაჯილდოვდება მხოლოდ ერთხელ

  • ტრანზაქციად ჩაითვლება მხოლოდ თიბისის POS ტერმინალებზე შესრულებული ტრანზაქცია

  • ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში არ დაარიცხოს მომხმარებელს თანხა ან/და არ გადასცეს საჩუქარი

  • აქცია არ ვრცელდება თიბისი ბანკის თანამშრომლებზე

*გამოიწერე თიბისის საბანკო სერვისების ნაკრები 2/5/10 3 თვე უფასოდ. გამოწერისთვის ეწვიეთ თიბისის ნებისმიერ ფილიალს ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 227 27 27.