top of page

ციფრული ბანკის თამაში დაიწყო

თიბისის ციფრული ბანკის და Tbilisi Open Air-ის თამაში 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 2023 წლის 18 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 ან მეტი წლის.

აპლიკაციაში შესვლისთანავე დაინახავ Tbilisi Open Air-ის ღილაკს, საიდანაც თითის ერთი დაჭერით შეძლებ ჩაერთო ყოველკვირეულ თამაშში. ყოველ კვირა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით უნდა შეასრულო ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარამტებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო ფინალურ მარათონში და საჩუქრად მიიღო ფესტივალის 3-დღიანი აბონემენტი.
 

 თამაშში ყოველდღე სხვადასხვა მისიები დაგხვდება. მისიის შესასრულებლად შეიძლება მოგიწიოს კითხვებზე პასუხი, ციფრული ბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის ან თიბისის ბარათის გამოყენება. ყოველდღიური მისიების შესრულება აუცილებელი წინაპირობაა კვირის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.  

ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. გაიმარჯვებს პირველი 125 მონაწილე, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს და დასაჩუქრდება Tbilisi Open Air-ის 3-დღიანი აბონემენტით.

თამაში 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში გათამაშდება 500 ცალი 3-დღიანი აბონემენტი. 

გადმოწერე ციფრული ბანკი

app store icon
play store icon
bottom of page