top of page

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს სს თიბისი ბანკი თქვენს პერსონალურ
მონაცემებს.
წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი
პერსონალური მონაცამების დამუშავებისას, ასევე განვიხილავთ თუ როგორ უზრუნველყოფს
კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას. ასევე დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის
შესახებ თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ბანკი თქვენ შესახებ მაშინ როდესაც ხდებით
ჩვენი კლიენტი და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
აგრეთვე, როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის
ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად.
ჩვენ, თიბისი ბანკი ვაცხადებთ რომ:
 დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
 არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
 თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით
ვინ ვართ ჩვენ
სს თიბისი ბანკი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ
კომერციული ბანკს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც
მონაცემთა დამმუშავებელი.
საიდენტიფიკაციო კოდი: 204854595
იურიდიული მისამართი: კ. მარჯანიშვილის ქ. №7, ჩუღურეთის რაიონი, თბილისი, საქართველო
ჩვენს შესახებ მეტი იხ. ვებგვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/mission-vision
როგორ გიცავთ კანონი
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და და მონაცემთა დაცვის ზოგადი
რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეგულაციების საფუძველზე თქვენ
უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ
მონაცემებს.
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ბანკი ვალდებული იქნება, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.
ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
არებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის
ზიანის მომტანი.
არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს
კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
წინამდებარე ცხრილშიწარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით
პერსონალური
მონაცემების ტიპები
რისთვის ვიყენებთ
თქვენს პერსონალურ
მონაცემებს
ჩვენი ლეგიტიმური
ინტერესები:
სამართლებრივი
საფუძველი:
Საკონტაქტო
ინფორმაცია, სოციოდემოგრაფიული,
ტრანზაქციასთან
დაკავშირებული,
ქცევითი მონაცემები,
ტექნოლოგიური,
საკომუნიკაციო,
ლოკაციასთან
დაკავშირებული
თქვენთან
ურთიერთობისთვის
მონაცემთა
განახლება,
თქვენთვის
საინტერსო
პროდუქტებისა და
მომსახურების
იდენტიფიცირება და
თქვენთვის
შესაბამისი
ინფორმაციის
მოწოდება;
პროდუქტებისა და
მომსახურების
განვითარება;
კლინტების ფოკუსჯგუფის განსაზღვრა
ახალი
პროდუქტებისა და
მომსახურების
შეთავაზების
მიზნით;
ჩვენი კანონისმიერი
მოვალეობების
ეფექტურად
შესრულება;
თქვენი თანხმობა;
სახელშეკრულებო
ვალდებულებების
შესრულება
ჩვენი კაონონისმიერი
ინტერესები
ჩვენი კანონისმიერი
ვალდებულება
თქვენი მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად,
თანამშრომლობის
ახალი გზების
შესამუშავებლად და
ჩვენი ბინზესის
განსავითარებლად
მარკეტინგული
აქტივობების
შესამუშავებლად და
განსახორციელებლად.
იმის შესასწავლად, თუ
როგორ იყენებენ
კლიენტები ჩვენს
პროდუქტებსა და
მომსახურებას.
პროდუქტების და
მომსახურების
გაუმჯობესების მიზნით
სხვადასხვა კვლევის
ჩასატარებლად;
ჩვენს პროდუქტებსა და
მომსახურებასთან
დაკავშირებით
რჩევებისა თუ
რეკომენდაციების
მისაღებად;
ჩვენი ბრენდების,
პროდუქტებისა და
მომსახურების
განსავითარებლად/
სამართავად;
ფინანსური, Საკონტაქტო
ინფორმაცია,
ტრანზაქციასთან
დაკავშირებული,
სახელშეკრულებო,
საკომუნიკაციო,
ლოკაციასთან
დაკავშირებული,
დოკუმენტური,ღია
წვდომის მონაცემები და
საჯარო ჩანაწერები,
განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემები
(მათ შორის,
ბიომეტრიული),
პროდუქტებისა და
მომსახურების
მისაწოდებლად
ჩვენი კანონისმიერი
მოვალეობებისა და
სახელშეკრულებო
ვალდებულებების
ეფექტურად
შესრულება;
ჩვენთვის
რელევანტურ
რეგულაციებთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფა
თქვენი თანხმობა;
სახელშეკრულებო
ვალდებულებების
შესრულება
ჩვენი კაონონისმიერი
ინტერესები
ჩვენი კანონისმიერი
ვალდებულება
კლიენტების
გადახდების
განსახორციელებლად
და სამართავად
კლიენტების
ანგარიშებზე
საკომისიოებისა და სხვა
საპროცენტო სარგებლის
სამართავად
სახაზინო და
საინვესტიციო
პროდუქტების და
მომსახურების
სამართავად და
მისაწოდებლად
ფინანსური, საკონტაქტო
ინფორმაცია, სოციოდემოგრაფიული,
ტრანზაქციასთან
დაკავშირებული,
სახელშეკრულებო,
ლოკაციასთან
დაკავშირებული, ღია
წვდომის მონაცემები და
საჯარო ჩანაწერები,
სოციალურ
ურთიერთობებთან
დაკავშირებული,
დოკუმენტური,
საკომუნიკაციო,
განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემები
(მათ შორის,
ბიომეტრიული)
ფინანსური დანაშაულის
გამოსავლენად,
გამოსაძიებლად,
ანგარიშგებისა და
პრევენციისათვის;
ფინანსური
დანაშაულის
წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
შემუშავება და
გაუმჯობესება, ასევე
ამ თვალსაზრისით
კანონისმიერი
მოვალეობების
შესრულება
ჩვენი კაონონიერი
ინტერესები
ჩვენი კანონიერი
ვალდებულება
ჩვენი და ჩვენი
კლიენტების რისკების
სამართავად;
ჩვენთვის რელევანტური
კანონებისა და
რეგულაციების
შესასრულებლად;
საჩივრებზე რეაგირების
მოსახდენად და მათი
მოგვარების გზების
მოსაძიებლად.
ფინანსური, საკონტაქტო
ინფორმაცია, სოციოდემოგრაფიული,
ტრანზაქციასთან
დაკავშირებული,
სახელშეკრულებო,
ლოკაციასთან
დაკავშირებული, ღია
წვდომის მონაცემები და
საჯარო ჩანაწერები,
ჩვენი ბიზნესის
ეფექტიანად და
მართებულად
წარსამართავად, რაც
მოიცავს ჩვენი
ფინანსური პოზიციის,
ბიზნეს
შესაძლებლობის,
დაგეგმვის,
კომუნიკაციების,
ჩვენთვის
რელევანტურ
რეგულაციებთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფა;
ჩვენი კანონისმიერი
მოვალეობებისა და
სახელშეკრულებო
ვალდებულებების
ჩვენი კანონისმიერი
ინტერესები
ჩვენი კანონისმიერი
ვალდებულება
სოციალურ
ურთიერთობებთან
დაკავშირებული,
დოკუმენტური,
საკომუნიკაციო,
განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემები
(მათ შორის,
ბიომეტრიული)
კორპორატიული
მმართველობისა და
აუდიტის მართვას.
ეფექტურად
შესრულება;
ფინანსური, საკონტაქტო
ინფორმაცია, სოციოდემოგრაფიული,
ტრანზაქციასთან
დაკავშირებული,
სახელშეკრულებო,
ლოკაციასთან
დაკავშირებული, ღია
წვდომის მონაცემები და
საჯარო ჩანაწერები,
სოციალურ
ურთიერთობებთან
დაკავშირებული,
დოკუმენტური,
საკომუნიკაციო,
განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემები
(მათ შორის,
ბიომეტრიული)
ხელშეკრულებით
ნაკისრი უფლებების და
ვალდებულებების
განხორციელება
სახელშეკრულებო
ვალდებულებების
შესრულება
სახელშეკრულებო
ვალდებულებების
შესრულება
ჩვენი კანონისმიერი
ინტერესები
ჩვენი კანონისმიერი
ვალდებულება
პერსონალური მონაცემების ჯგუფები
ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგნაირად ვაჯგუფებთ:
პერსონალური მონაცემების ტიპები აღწერა
ფინანსური თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სტატუსი და
ფინანსური საქმიანობის ისტორია, მათ შორის,
შესრულებული ტრანზაქციების ინფორმაცია
(ქცევა), საკრედიტო ისტორია,
კრედიტუნარიანობა, თქვენი ფინანსური
პროდუქტები თიბისი ბანკში,
ვადაგადაცილებები, ინფორმაცია თქვენი
შემოსავლის შესახებ.
საკონტაქტო საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო
ინფორმაცია.
Სოციო-დემოგრაფიული ინფორმაცია თქვენი სამსახურის/ პროფესიის,
ასევე, თქვენი მოქალაქეობის, განათლების
შესახებ; „ინფორმაცია სოციალურის ტატუსის/
შემოსავლების შესახებ
ტრანზაქციასთან დაკავშირებული თქვენს ანგარიშებთან დაკავშირებული
ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი საბანკო
ანგარიშის ნომერი; თქვენს ანგარიშებზე
განხორციელებული შემოსავალი/გასავალი;
თქვენი ანგარიშებიდან განხორციელებული
გადახდები/გადარიცხვები; როდის და სად
განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები.
სახელშეკრულებო დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის
მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული
მომსახურების შესახებ
ლოკაციასთან დაკავშირებული მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან
დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა
მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის
საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში
ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის
ადგილმდეგარეობიდან, სადაც თქვენი ბარათის
საშუალებით ახორციელებთ საბანკო ოპერაციებს
ქცევითი მონაცემები დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ
ჩვენს პროდუექტებსა თუ მომსახურებას.
ტექნოლოგიური

ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია
რომლებსაც იყენებთ ჩვენი
პროდუქტების/სერვისების სარგებლობისას.
ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული
ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო
სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა
ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად
არის ხელმისაწვდომი
საკომუნიკაციო ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც ბანკი
მოიპოვებს თქვენს შესახებ როგორც
მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული
წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის
საკომუნიკაციო არხებიდან.
სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების (ოჯახური
მდგომარეობა, შვილები) და საკონტაქტო
პირების შესახებ.
დოკუმენტური სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ
ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ.
ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი
პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის
მართვის მოწმობა და პიროვნების
მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ
შორის, ბიომეტრიული)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
საქართველოს კანონისა და სხვა
რეგულაციების მიხედვით, გარკვეული ტიპის
მონაცემები განიხილება, როგორც
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური
ინფორმაცია, რომლის დამუშავება
შესაძლებელია მხოლოდ კლიენტის
თანხმობითან თუ ასეთი დამუშავება
ემსახურება კანონით მკაცრად განსაზღვრულ
მიზანს. ამგვარი მონაცემებია:
· გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემები
(ხმის ბიომეტრიული მონაცემი, ქცევის
ბიომეტრიული მახასიათებელი და ა.შ.)
· ჯანმრთელობის მდგომარეობასთან
დაკავშირებული მონაცემები
· ინფორმაცია ნასამართლობის,
ადმინისტრაციული პატიმრობის, პირისთვის
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, პირთან
საპროცესო შეთანხმების დადების, განრიდების,
დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან
დაზარალებულად ცნობის შესახებ.
თქვენი მონაცემების უსაფრთხოება მობაილ ან ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თიბისი ბანკი უფლებამოსილია გააკონტროლოს კლიენტების
ქცევა ბანკის ციფრული არხებით (მობაილ და ინტერნეტ ბანკით) სარგებლობისას. მონიტორინგი არ
გულისხმობს პერსონალური/კონფიდენციალური/კომერციული ინფორმაციის შეგროვებას ან
სხვაგვარად დამუშავებას. მონიტორინგის მიზანია არა მომხმარებელთა გამოვლენილი ქცევის
ანალიზი, არამედ მათი ზოგადი აქტივობის შესწავლა.
თიბისის მობაილ და ინტერნეტ ბანკის გამოყენებისას თქვენი მოწყობილობის ID, მოდელი, ბრენდი,
სახელი, OS ვერსია, ასევე, თიბისის აპლიკაციის ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ისეთი
პროგრამებისთვის, როგორებიცაა: Google analytics, Xtremepush.com, WVO Facebook Pixel და Firebase.
მობაილ ბანკის გამოყენებისას, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია
დაამუშავოს ინფორმაცია თქვენს მობილურ მოწყობილობაში ჩატვირთული და თქვენ მიერ არჩეული
სატელეფონო ნომრების შესახებ. ამასთან ერთად, ამ ნომრების გამოყენება მოხდება მხოლოდ თქვენი
ნებართვით და მხოლოდ სპეფიციკური დანიშნულებით.
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია ბანკისთვის თქვენ მიერ
მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემების მიღება ხდება შემდეგ
შემთხვევებში:
 როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
 რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე;
 როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს;
 სატელეფონო კომუნიკაციისას ან ფილილაში ვიზიტისას;
 იყენებთ ჩვენს ვებგვერდს, , მობილურ აპლიკაციას და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს
(ონლაინ ჩათს);
 გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
 ახორციელებთ საბანკო ტრანზაქციებს;
 სარგებლობთ ღია ბანკინგის მომსახურებით;
 სარგებლობთ საბანკო ან ბანკთან დაკავშირებული მომსახურებით;
 თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო
რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საკრედიტო სააგენტოები, სხვა
ფინანსური ინსტიტუტები და საჯარო ორგანიზაციები.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების“
(cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ ვებგვერდით სარგებლობა და
გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი.
„მზა ჩანაწერები“ მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის
კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და
საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.
თუ გსურთ, უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს“, ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „მზა ჩანაწერების“
პოლიტიკა: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/cookie-policy
თქვენი უფლებები
თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
 რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;
 რა არის თქენი მონაცემების დამუშავების მიზანი;
 რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
 როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები;
 ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება;
 მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ.
კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ცვლილება,
განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი,
მოძველებული ან უკანონო გზით მოპოვებული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის
საფუძველზეც შესაძლოა შეგვეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის
შესაძლებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის
გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, კომერციული ბანკების საქმიანობისა და
მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა სამართლებრივი აქტებიდან
გამომდინარე.
მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია
ჩვენ გვაქვს უფლება, თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე
პირებისგან, მაგ., თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიებისგან ან/და საკრედიტო საინფორმაციო
ბიუროსგან მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია და
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
საქართველოს კანონის შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის
საფუძველზე.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ
შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ, მაგალითად:
 თუ თქვენ გაქვთ ჩვენი კომპანიის სადებეტო, საკრედიტო და ანგარიშსწორების ბარათები,
დეტალურ ინფორმაციას თქვენი ტრანზაქციის შესახებ მივაწვდით იმ კომპანიებს, რომლებიც
გვეხმარებიან ამ მომსახურების მიწოდებაში (როგორებიცაა მაგალითად, Visa და MasterCard).
 თუ თქვენ დაზღვევას ჩვენი მეშვეობით ახორციელებთ, ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური
თუ ბიზნეს მონაცემები გადავცეთ სადაზღვევო კომპანიას და ნებისმიერ გადამზღვევს.
იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა
პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური
მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ
მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:
 ვებ-ინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო
მომსახურება;
 IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან
ინფრასტრუქტურის(მაგ., „cloud“) სერვისები;
 იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან
იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;
 თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და
პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები;
 საბანკო/ფინანსური ოპერაციების (შეთანხმებების) განხორციელება (სატრასტო კომპანიების,
ინვესტორების და კონსულტანტების დახმარებით).
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ თუ
სამომავლოდ შეიცვლება ბანკის სტრუქტურა. მაგალითად:
 იმ შემთხვევაში თუ ბანკი გადაწყეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან
განახორციელოს შერწყმის ოპერაცია.
 ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა
გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე
წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და
კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.
თუ ჩვენი ჯგუფის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი
მონაცემები აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით
განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ
ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა.
GDPR-ის საფუძველზე არსებული სპეციალური ღონისძიებები
იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ევროკავშირისა და ევროპის
ეკონომიკური სივრცის მიღმა, თიბისი ბანკი გადადგამს ყველა ნაბიჯს მონაცემების უსაფრთხოდ და ამ
კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა
საერთაშორისო გადაცემას ბანკი განახორციელებს კანონმდებლობის დაცვით.
აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად:
 ქვეყანა, რომელთანაც ხდება ინფორმაციის გაზიარება სარგებლობს დაცვის სათანადო
გარანტიებით ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
 ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები
შეიძლება გადავცეთ მესამე ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში
თუ მივიღებთ შესაბამის ზომებს GDPR-ის შესაბამისად. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ
ინფორმაცია შესაბამისი ზომების თაობაზე წინამდებარე პოლიტიკაში არსებული
საკომუნიკაციო არხების მეშვეობით
ევროკომისიის გადაწყვეტილების არარსებობისას ან შესაბამისი გარანტიების, მათ შორის,
სავალდებულო კორპორატიული წესების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების
მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შემდეგ
შემთხვევებში:
o მონაცემთა სუბიექტი ცალსახად დაეთანხმა შემოთავაზებულ გადაცემას, მას შემდეგ,
იგი ინფორმირებული იქნება გადაცემასთან დაკავშირებული რისკებისა თაობაზე რაც
ხორციელედება ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და შესაბამისი დაცვის გარანტიების
არარსებობის გამო;
o გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და მონცემთა დამმუშავებელს შორის
არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით
წინასწარი სახელშეკრულებო ღონისძიებების განსახორციელებლად;
o გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ინტერესებში დადებული
ხელშეკრულების დადების ან შესრულებისთვის, რომელიც დადებულია მონაცემთა
დამმუშავებელსა და სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შორის;
o გადაცემა აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე;
o გადაცემა აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების განხორციელების ან დაცვის
მიზნით;
o გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირების სასიცოცხლო
ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტი მოკლებულია თანხმობის
გამოხატვის შესაძლებლობას.

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ავტომატური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მათ შორის, პროფილირებისთვის, ვიყენებთ თქვენს
პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ ან ვიღებთ სხვა პირებისგან კანონმდებლობით
მონიჭებული უფლებამოსილების, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის
საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება სწრაფი, სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების
მიღებაში. ავტომატური გადაწყვეტილებები აისახება ჩვენი მიმდინარე და სამომავლო პროდუქტებისა
თუ მომასხურების ხარისხზე. თუ არ არსებობს სათანადო საფუძველი (კანონმდებლობით,
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი , თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ, უარი თქვათ
თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული
წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.
ავტომატური გადაწყვეტილებების მაგალითებია:
 ფასდადება
ზოგიერთი პროდუქტის ფასი შეიძლება განვსაზღვროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის
მიხედვით.
 პროდუქტებისა და მომსახურების მორგება კლიენტების საჭიროებებზე
ჩვენს კლიენტებს ვაჯგუფებთ გარკვეული სეგმენტების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას ვიყენებთ
კლიენტების საჭიროებების შესასწავლად და მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი
გადაწყვეტილებების მისაღებად. პროდუქტებისა თუ მომსახურების შემუშავებისა და შეთავაზებისას
ვითვალისწინებთ კლიენტების სხვადასხვა სეგმენტის მახასიათებლებს, რაც მათთან ურთიერთობის
სწორად წარმართვაში გვეხმარება.
 თაღლითობის დადგენა
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიშები
გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის
რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით
შევაჩეროთ ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებზე ან უარი განვაცხადოთ შესაბამისი მომსახურების
გაწევაზე.
 ანგარიშების გახსნა
თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთან ანგარიშის გახსნას, ჩვენ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის
საფუძველზე შევამოწმებთ კონკრეტული პროდუქტის ან/და მომსახურების რელევანტურობას
თქვენთან მიმართებით. ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ თქვენ აკმაყოფილებდეთ ანგარიშის
გასახსნელად საჭირო პირობებს.
 კრედიტის დამტკიცება
როცა თქვენ მოგვმართავთ კრედიტის, მაგალითად, სესხის თუ საკრედიტო ბარათის მისაღებად, ბანკის
შესაბამისი სისტემის გამოყენებით ვიღებთ გადაწყვეტილებას თქვენთვის სესხის გაცემასთან
დაკავშირებით. ამას საკრედიტო სქორინგის სისტემა ეწოდება. სისტემის ფარგლებში ხდება წარსული
მონაცემების გამოყენება იმის შესაფასებლად, რამდენად დაბრუნებადუნარიანია თქვენ მიერ მიღებული
კრედიტი. საკრედიტო ქულების სისტემა სამი წყაროდან იღებს ინფორმაციას:
o თქვენი განაცხადის შინაარსი;
o საკრედიტო ორგანიზაციები;
o ჩვენს ხელთ უკვე არსებული მონაცემები.
 სხვა
სხვა საბანკო და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნები.
კრედიტინფო საქართველო (შემდგომში „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო“)
როდესაც ითხოვთ ამა თუ იმ პროდუქტსა თუ მომსახურებას, თქვენს საკრედიტო მონაცემებს
საკრედიტოში საინფორმაციო ბიუროში ვამოწმებთ. თუ ჩვენი ბანკის კლიენტი ხართ, საკრედიტო
საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზებს ვიყენებთ იმისათვის, რომ გავამარტივოთ თქვენთვის
სასრუველი საკრედიტო პროდუქტის დამტკიცების პროცესი.
იმ პერიოდის განმავლობაში, როცა თქვენ ჩვენი ბანკის მომსახურებით სარგებლობთ, თქვენს
პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის თქვენი დახურული და ვადაგადაცილებული სესხების
დეტალებს, ვაწვდით საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს. თუ თქვენ სარგებლობთ სესხით, საკრედიტო
საინფორმაციო ბიუროს ასევე ვუზიარებთ ინფორმაციას, თუ როგორ იხდით სასესხო შენატანებს -
დროულად და სრულად, თუ დაგვიანებით. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას სხვა საფინანსო
ინსტიტუტებს გაუზიარებს, რომლებიც თქვენი საკრედიტო სტატუსით დაინტერესდებიან. როცა
სრულად დაფარავთ ვალდებულებას, ამასაც ვაცნობებთ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს
(საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შესახებ მეტი იხ. https://ge.creditinfo.com/).
უფლებას ვიტოვებთ, სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე
წვდომის საშუალება, როცა ამას ითხოვს კანონმდებლობა. ამ გზით მათ ხელს ვუწყობთ დანაშულის
დადგენაში, გამოძიებასა და პრევენციაში.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ
მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის მომსახურება ან
შესაბამისი პროცედურები.
პესონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის 
თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ - მათი ცოდნა გვჭირდება
იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ
ინფორმაცია.
თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ იმ ინფორმაციიდან, რასაც თავად გვიზიარებთ, ასევე, იმ წყაროებიდან,
რომლებზეც ხელი მიგვიწვდება, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ.
თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა
თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფომით ვიღებთ გადაწყვეტილებას , რომელი პროდუქტი, მომსახურება
თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი..
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს,
როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს
დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს
ვცემთ თქვენს სურვილებს და მაქსიმუმ 3 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას
პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ
შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებისა და
მომსახურებების პირობებში ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე,
მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო: ·
 კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად ·
 თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით;
 საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით
არსებული რეგულაციის ფარგლებში;
თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია 15 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში მოკლებული ვართ
მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.
როგორ გაითხოვოთ თქვენი თანხმობა
თანხმობის გათხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელია ( ან რელევანტური) როცა დამუშავების საფუძველი
არის თქვენი თანხმობა.
თანხმობის გათხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი
მომსახურების გაწევა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და
ჩვენი ბანკის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე
ვერსია შეიქმნა 2023 წლის 10 მაისს.
როგორ დაგვიკავშირდეთ
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი უფლებების რელიაზებას (მონაცემთა შესწორება,
განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ ეწვიოთ ბანკის ნებისმიერ
ფილიალს, დაგვიკავშირდეთ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკის საშუალებით ან მოგვწეროთ ქვემოთ
მითითებულ ელ-ფოსტებზე.
გარდა ამისა, პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით შეგიძლიათ
მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, თქვენს საკონტაქტო ინფორმაციაზე
მითითებით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკი
თბილისი, საქართველო
Email: Compliance@Tbcbank.com.ge
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონსულტანტს ონალინ ჩატის მეშვეობით
დამატებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე შემდეგ
ტელეფონის ნომერზე: + (995 32) 227 27 27
ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფილიალს საბანკო სამუშაო საათებში
თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) ან გაერთიანებულ სამეფოში და გაქვთ
შეკითხვები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ან გსურთ მოითხოვოთ წვდომა მათზე,
განაახლოთ ან წაშალოთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს წარმომადგენელს მისამართზე:
Bird & Bird GDPR Representative Services SRL
ბელგია, ბრიუსელი, 1050, ავენიუ ლუისი 235
EUrepresentative.TBCBank@twobirds.com
მთავარი საკონტაქტო პირი: ვინსენტ რეზუკ-ჰამაჩი Bird & Bird GDPR Representative Services UK
გაერთიანებული სამეფო, ლონდონი, EC4A 1JP, ნიუ ფეტერ ლეინი 12
UKrepresentative.TBCBank@twobirds.com მთავარი საკონტაქტო პირი ვინსენტ რეზუკ-ჰამაჩი

bottom of page