![LANDING-1.jpg](https://static.wixstatic.com/media/643d94_1ec05a41ad984634916fbf167a924c0b~mv2.jpg/v1/fill/w_979,h_430,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/LANDING-1.jpg)
![gatamasheba.png](https://static.wixstatic.com/media/643d94_5be366bde106407d853086bc6ff423bc~mv2.png/v1/fill/w_978,h_356,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/gatamasheba.png)
თიბისის და Mastercard-ის ერთობლივი რაგბის გათამაშება 2023 წლის 5 ივლისს დაიწყება და 2023 წლის 29 ივლისს დასრულდება. გათამაშებას ეყოლება ჯამში 450 გამარჯვებული.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
1 გქონდეს თიბისის ციფრული ბანკი
2 5 ივლისიდან - 23 ივლისამდე გაიაქტიურო Mastercard-ის ციფრული რაგბი ბარათი
3 დაამატო ციფრული რაგბი ბარათი ელექტრონულ საფულეში (Apple Pay, Google Pay)
4 5 ივლისიდან - 23 ივლისამდე, ჯამში დახარჯო მინიმუმ 100 ლარი რაგბის ციფრული ბარათით გადახდისას. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ტერმინალებზე. *ტრანზაქციების რაოდენობა არ არის შეზღუდული. *აქტივაციაში არ მონაწილეობს ონლაინ ტრანზაქციები.
5 29 ივლისს, 12:00 საათზე, ჩაერთო 10 კითხვიან ფინალურ მარათონში, ციფრულ ბანკში, სადაც რაგბთან დაკავშირებულ კითხვებს სწორად უნდა გასცე პასუხი.
გათამაშების პირობა
ფინალი
-
ფინალში მონაწილეობისთვის აუცილებელია პირველი 4 პირობა გქონდეს შესრულებული
-
ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: Android – 6.42.4, ხოლო iOS – 4.41.0
-
ფინალურ თამაშს ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. გაიმარჯვებს პირველი 450 მონაწილე, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს
-
კითხვებზე პასუხის დასრულებისთანავე გაიგებ მოხვდი თუ არა ტოპ 450 გამარჯვებულში.
სულ გათამაშდება 450 პრიზი
პრიზები გადაეცემათ ფინალური ეტაპის მონაწილეებს, ვინც
ყველაზე სწრაფად გასცემენ სწორ პასუხებს 10 შეკითხვაზე.
o პირველი 2 მონაწილე - მიიღებს საგზურს საფრანგეთში - რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის, ნახევარფინალის მატჩზე დასასწრებად.
o მომდევნო 6 მონაწილე - მიიღებს საგზურს საფრანგეთში - საქართველო - ავსტრალიის მატჩზე დასასწრებად (9 სექტემბერი, პარიზი)
o მომდევნო 200 მონაწილე - მიიღებს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების უნიფორმას
o მომდევნო 200 მონაწილე - მიიღებს რაგბის ხელმოწერილ ბურთს
o მომდევნო 42 მონაწილე - მიიღებს რაგბის ოფიციალურ კეპს
გათამაშების პრიზები
ციფრული ბარათის გააქტიურება
თუ არ გაქვს MASTERCARD ციფრული რაგბი ბარათი, აღება რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდან შეგიძლია:
1. შედი ციფრულ ბანკში
2. გადადი შეთავაზებებში
3. აირჩიე სადებეტო ბარათები და შეარჩიე სასურველი დიზაინი
4. მიყევი რამდენიმე საფეხურს და დაასრულე შეკვეთა
5. რამდენიმე წუთში ბარათი გააქტიურებული იქნება შენს ანგარიშზე