რა არის ერთგული?
ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ერთგულ ქულებს ნებისმიერი ბარათით აგროვებ.
თუ გაქვს თიბისის ნებისმიერი ნაკრები ან სახელფასო ბარათი, შენ ავტომატურად ერთგული ხარ და სარგებლობ:
-
სპეციალური ერთგული შეთავაზებებით, რომლითაც ქულებს აგროვებ.
-
ფასდაკლებებით, პარტნიორ ობიექტებში ერთგული ქულებით გადახდისას.
განაახლე აპლიკაცია, აღმოაჩინე ერთგულის ლოიალობის პროგრამა ციფრულ ბანკში
როგორ ვაგროვებ ერთგულ ქულებს?
-
რაც მეტჯერ იხდი თიბისის ბარათით, მით მეტს აგროვებ.
-
თუ ასევე იყენებ თიბისის სხვა პროდუქტებს (ვადიანი ანაბარი/სესხი), მეტს აგროვებ.
შენი აქტიურობა და ყოველთვიური ტრანზაქციების რაოდენობა განსაზღვრავს დარიცხვის რომელ ეტაპზე იქნები. ეტაპები ციფრულ ბანკში გულების სახით გამოგიჩნდება.
რაც უფრო მაღალ ეტაპზე ხარ, მით უფრო მეტი გული გენიჭება და ყოველ ახალ გადახდაზე მით მეტ ქულას აგროვებ.
გაქვს ბარათით 25-მდე გადახდა თვეში
ქულა გერიცხება მხოლოდ შეთავაზებების ფარგლებში
————————————————
გაქვს ბარათით 25-ზე მეტი გადახდა თვეში
ბარათით ყოველ გადახდაზე გერიცხება
0.1% -3% ერთგული ქულა
თვეში გაქვს ბარათით 30-ზე მეტი გადახდა და სესხი/ვადიანი ანაბარი/ნაკრები
ბარათით ყოველ გადახდაზე გერიცხება
0.2% -4% ერთგული ქულა
გაქვს კონცეპტ ნაკრები, თვეში ბარათით 40-ზე მეტი გადახდა და სესხი/ვადიანი ანაბარი
ბარათით ყოველ გადახდაზე გერიცხება
0.3% -5% ერთგული ქულა
სტანდარტულად, დარიცხვის სამი ეტაპი გაქვს, თუმცა თუ კონცეპტ კლიენტი ხარ და თვეში 40 ტრანზაქციაზე მეტს ასრულებ, გემატება დარიცხვის მეოთხე ეტაპიც.
ერთგულის საკრედიტო ბარათზე დარიცხვის პრინციპი უცვლელია და მასზე არ ვრცელდება ეტაპები. საკრედიტო ბარათით ყოველი გადახდისას გერიცხება 0.5%-დან 11%-მდე ერთგული ქულა და დარიცხვის პროცენტი დამოკიდებულია საკრედიტო ბარათის ტიპზე.
გახსოვდეს, რომ გადახდად გეთვლება მხოლოდ თიბისის POS ტერმინალზე ან თიბისი ონლაინ გადახდის სისტემაში გატარებული ტრანზაქცია.
მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებ მისიების შესრულებისთანავე. ეტაპის შენარჩუნება ან მომდევნოზე გადასვლა დამოკიდებულია შენს აქტიურობაზე. უმოქმედობის შემთხვევაში იგივე ეტაპს შეინარჩუნებ 1 თვის განმავლობაში.
როგორ გავიგო რამდენი ქულა მაქვს, ან რომელ ეტაპზე ვარ?
ერთგული ახლა სრულად შენს ციფრულ ბანკშია. იქ შეძლებ შეამოწმო ქულების ბალანსი, ნახო რომელ ეტაპზე ხარ და რამდენი გადახდა დაგრჩა ახალ ეტაპზე გადასვლამდე.
ციფრული ბანკიდან შეძლებ თვალი ადევნო ერთგულ შეთავაზებებსაც.
როგორ გადავიხადო ერთგული ქულებით?
ერთგული ქულების დახარჯვა პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერ დროს შეგიძლია. ქულებით ნივთის შესაძენად გამოიყენე თიბისის ციფრული ბანკი.
1. გახსენი ციფრული ბანკის აპლიკაცია
2. დააჭირე QR ნიშანს ზედა მარჯვენა კუთხეში
3. დაასკანერე POS ტერმინალის ეკრანზე ამონათებული QR კოდი
4. გადახდის მეთოდებში აარჩიე ერთგული ქულებით გადახდა.
როგორ ვისარგებლო ერთგული შეთავაზებებით?
ერთგული ქულები გროვდება ყველგან, სადაც თიბისის ტერმინალია. გაითვალისწინე, რომ ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერ გადახდაზე უფრო მეტს აგროვებ, ვიდრე არაპარტნიორ ობიექტებში.
ერთგული მუდმივად გთავაზობს ფასდაკლებებს და აქციებს, რომ უფრო სწრაფად დააგროვო ქულები. არ გამოტოვო ერთგული შეთავაზებები შენს ციფრულ ბანკში და ერთგულის ფეისბუქ გვერდზე, რადგან პარტნიორ ობიექტში შეთავაზების პერიოდში განხორციელებულ ტრაზაქციაზე შეძლებ უფრო მეტი ქულა დააგროვო, ვიდრე სტანდარტულად.