top of page
MicrosoftTeams-image (4).png

შეიძინე 9 000+ ამერიკული კომპანიის აქციები და ფონდები $1-დან.

 

აქციების შესაძენად, შეასრულეთ სამი მარტივი ნაბიჯი:

  • გახსენი საინვესტიციო ანგარიში მობაილ ბანკში 

  • აირჩიე შენთვის სასურველი აქცია 

  • მიუთითე თანხა 

გიფი.gif

მომენტალური საჩუქრები 

გახსენი ანგარიში და მიიღე $5 საჩუქრად შენი პირველი ინვესტიციებისთვის.

მომენტალური გადარიცხვები

ჩარიცხე და გაიტანე თანხა მობაილბანკით 24/7-ზე. 

შენი აქტივები დაზღვეულია

 

SIPC-ის მიერ შენს ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდები დაზღვეულია $500,000-მდე.

სექტემბრის ჩათვლით ჩვენთან ვაჭრობა უფასოა
$0 ტრანზაქციის და ანგარიშის მართვის საკომისიო.

ხშირად დასმული კითხვები

  • რა ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
    საინვესტიციო პლატფორმით სარგებლობას შეძლებ: ● iOS 15-ისა და მის შემდეგ ვერსიებზე. ● Android 11-ისა და მის შემდეგ ვერსიებზე. ამ ეტაპზე, ინვესტიციების პლატფორმას ვერ გამოიყენებ ვებ-გვერდის სივრცეში.
  • როგორ ვიყიდო აქციები?
    ეწვიე საინვესტიციო პლატფორმას, დააჭირე ღილაკს „ყიდვა“ და მიჰყევი ინსტრუქციას: ● მოძებნე შენთვის სასურველი აქცია’ ● დააჭირე ღილაკს „ყიდვა“; ● შეიყვანე იმ აქციების რაოდენობა ან თანხა, რომლის ინვესტირებაც გსურს; ● შეამოწმე ყიდვის დეტალები და დაადასტურე. თუ ყიდვის პროცესი აშშ-ის საფონდო ბირჟების სამუშაო საათებში დაიწყე, ტრანზაქცია ავტომატურად შესრულდება. შედეგი კი,შენს აქტივებში გამოჩნდება. არასამუშაო საათებში დაწყებული ოპერაცია კი - აშშ-ში საფონდო ბირჟების გახსნის შემდეგ, იმ დროის შესაბამის ფასად შესრულდება. ყიდვისას, შენი გადასახდელი თანხა 1$-ით (საკომისიო)მეტი უნდა იყოსპირველად თანხაზე.    კომპანიისგან შესრულებული კორპორაციული აქტივობისას (დივიდენდისგაცემა, აქციების გაყოფა, შერწყმა, სიმბოლოს ცვლილება და ა.შ.), ამ კომპანიის აქციებზე განხორციელებული, შეუსრულებელი გარიგებები გაუქმდება.
  • როგორ გავაუქმო შეტანილი განაცხადი ან დავხურო ანგარიში?
    ● თუ განაცხადი უკვე შეავსე და გაუქმება გსურს, დაგვირეკე: +(995 32) 227 27 27; ●თუ დაწყებული განაცხადის შევსება ჯერ არ დაგისრულებია, გაუქმებისთვის დამატებითი პროცედურის შესრულება აღარ დაგჭირდება; ● თუ არსებული ანგარიშის დახურვა გადაწყვიტე, დარწმუნდი, რომ ყველა ფასიანი ქაღალდი გაყიდული გაქვს, თანხა კი სრულად გადაიტანე საბანკო ანგარიშზე. ამის შემდეგ დაუკავშირდი ჩვენს წარმომადგენელს ანგარიშის დასახურად.
  • როგორ ვხსნი ანგარიშს?
    1. გადმოწერე თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია; 2. გახსენი აპლიკაცია და მენიუში აირჩიე ინვესტიციები; 3. დააჭირე ღილაკს - ანგარიშის გახსნა. შენ შესახებ ინფორმაციის ნაწილი, თიბისი ბანკის მონაცემთა ბაზიდან ავტომატურად შეივსება. დანარჩენი ველები კი თავად უნდა შეავსო. შესაძლოა, შენგან დამატებითი დოკუმენტებიც დაგვჭირდეს. მაგალითად: ქონების წარმომავლობის წყარო ან FATCA-ს ფორმა (W-8 & W-9). ამ შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენელი ელ-ფოსტაზე დაგიკავშირდება და პროცესის დასრულებაში დაგეხმარება.
  • რა ჩანს ტრანზაქციებში?
    ტრანზაქციებში შენი შესრულებული ოპერაციების დეტალები ჩანს (ინფორმაცია ყიდვის/გაყიდვის, ფულის შეტანის/გატანისა და საკომისიოების შესახებ).
  • მოქმედებს თუ არა ლიმიტი ჩასარიცხ თანხაზე?
    საინვესტიციო ანგარიშზე შეგიძლია ნებისმიერი რაოდენობის თანხა ჩარიცხო. 
  • არასავაჭრო საათებში რა პროცესშია ჩემი დავალება?
    არასავაჭრო საათებში მოთხოვნილი შეკვეთა, დამუშავების პროცესში იქნება ბაზრის გახსნამდე. კონკრეტული ყიდვის/გაყიდვის დავალება სწორედ ბაზრის გახსნისას შესრულდება.
  • რა განსხვავებაა საინვესტიციო თანხასა და გასატანად ხელმისაწვდომ თანხას შორის?
    საინვესტიციო თანხით, საინვესტიციო ანგარიშზე თანხის შეტანისა და მისი ასახვის შემდეგ, აქციებით ვაჭრობა შეგიძლია. გასატანად ხელმისაწვდომი თანხა კი, შეგიძლია გაანაღდო. გაითვალისწინე, რომაქციის გაყიდვის შემდეგ, თანხის გატანა 2-3 სამუშაო დღეში შეგიძლია.
  • რას გულისხმობს SIPC დაზღვევა?
    უსაფრთხოების მიზნით, შენი საინვესტიციო ანგარიში დაზღვეულია 500,000$-მდე და მას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების დაზღვევისკორპორაცია (SIPC) აზღვევს. ჩვენი პარტნიორი კომპანიის გაბანკროტების შემთხვევაში, შენი ინვესტიციის $500,000-მდე თანხა დაზღვეული იქნება.   დეტალებს SIPC-ის ვებ-გვერდზე ნახავ.
  • რომელ საათებში შემიძლია ვაჭრობა?
    საქართველოს დროით, აშშ-ის საფონდო ბირჟების სამუშაო საათებია: 17:30-24:00 (ზაფხული) / 18:30-01:00 (ზამთარი).   აქციებით ვაჭრობის დაწყება არასამუშაო საათებშიც შეგიძლია. თუმცა,შენი დავალებები ბირჟის გახსნის შემდეგ შესრულდება.
  • რა რაოდენობის თანხის გატანა შემიძლია?
    შედი საინვესტიციო თანხის განყოფილებაში და შეამოწმე „გასატანად ხელმისაწვდომი თანხა“. აქ ჩანს თანხის ის რაოდენობა, რომლის გატანაც შეგიძლია გაითვალისწინე, რომ: ● აქციის გაყიდვის შემდეგ, საჭიროა ანგარიშსწორება, სანამ თანხის გადარიცხვას შეძლებ, რასაც სტადარტულად 2 სამუშაო დღე სჭირდება. თუმცა, აქციების გაყიდვიდან მიღებული თანხით ახალი აქციები შეგიძლია მაშინვე შეიძინო. ● 2 სამუშაო დღის შემდეგ, თანხა ხელმისაწვდომი გახდება და საბანკო ანგარიშიდან მის გატანას შეძლებ.
  • როგორ მოვძებნო ჩემი ანგარიშის დოკუმენტი?
    საინვესტიციო მოდულში ქვედა მარჯვენა კუთხეში 3 წერტილის ღილაკს დააჭირე და იხილე იურიდიული შეთანხმების დოკუმენტები. აქვე შეგიძლია კონკრეტული პერიოდებისთვის ანგარიშის ამონაწერი მიიღო.
  • რა შემთხვევაში შევძლებ ანგარიშის გახსნას?
    საინვესტიციო ანგარიშის გახსნას შეძლებ, თუ ხარ: ● საქართველოს მოქალაქე ● თიბისის მომხმარებელი ● 18 წელს გადაცილებული
  • რატომ შეიძლება შეწყდეს ვაჭრობა?
    ვაჭრობა შესაძლოა შეჩერდეს გაზრდილი ვოლატილობის შესამცირებლად. ამ დროს შერჩეული აქციების ყიდვა/გაყიდვა შეუძლებელი ხდება. ვაჭრობის შეჩერების ინიციატივას ბირჟები (NYSE და Nasdaq) იჩენენ.
  • რა უნდა ვიცოდე საკომისიოების შესახებ?
    თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმას 2 ტიპის საკომისიო აქვს: ცალკეული ვაჭრობისა და ყოველთვიური მომსახურების. 1. ცალკეული ვაჭრობის (ყიდვა/გაყიდვა) საკომისიო ტრანზაქციის 0.3%-ია (მინიმუმ $0.5). $5 ან ნაკლები ღირებულების მქონე აქციების (Penny stocks) ყიდვა/გაყიდვის საკომისიო თითო აქციაზე $0.02 მინ. $0.5-ია 2. ყოველთვიური მომსახურების საკომისიო პორტფელის 0.01%-ია (მინიმუმ $0.5).
  • როგორ ჩავრიცხო თანხა?
    ● შედი საინვესტიციო პლატფორმაზე ● დააჭირე ქვედა მარჯვენა კუთხეში 3 წერტილის ღილაკს ● დააჭირე ღილაკს „შევსება“ ● აირჩიე ანგარიში, რომლიდანაც აპირებ გადარიცხვას ● ჩაწერე სასურველი თანხა ● დაადასტურე ოპერაცია გაითვალისწინე, რომ თანხის გადარიცხვას მხოლოდ თიბისის ციფრული ბანკით შეძლებ.
  • სად ვნახო ჩემი აქტივები?
    ინვესტიციების სივრცეში, პირველივე გვერდზე ნახავ განყოფილებას - „ჩემი ბალანსი’’, სადაც შეძენილ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულიდეტალები გამოჩნდება: შეძენილი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, განხორციელებული საინვესტიციო თანხის მოცულობა, დღიური პროცენტული ცვლილება და აქციიდან მიღებული ჯამური სარგებელი.
  • როდის აისახება ჩარიცხული თანხა საინვესტიციო ანგარიშზე?
    ჩარიცხული თანხა იმავე დღეს აისახება შენს ანგარიშზე. თუმცა, შესაძლებელია თანხის ასახვას 1 სამუშაო დღეც დასჭირდეს. აქციების შეძენას ან თანხის საბანკო ანგარიშზე დაბრუნებას, თანხის საინვესტიციო ანგარიშზე ასახვის შემდეგ შეძლებ.
  • მოქმედებს თუ არა გადასახადები?
    აშშ-ში კომპანიების მიერ გაცემულ დივიდენდებზე 30%-იანი სახელმწიფო გადასახადი მოქმედებს. საქართველოში კი, აქციების ფასის ცვლილებიდან მიღებულ მოგებაზე გადასახადები არ ვრცელდება.
  • რა შეზღუდვები მოქმედებს ვაჭრობისას?
    შეზღუდვა მოქმედებს დღიურ ვაჭრობაზე, რასაც აშშ-ის რეგულაციებიაკონტროლებს (რეგულაცია “T” და წესი 4210).   დღიური მოვაჭრე არის პირი, რომელიც, 5 სამუშაო დღის განმავლობაში, დღიური ვაჭრობის (ყიდვა/გაყიდვა) 4 ოპერაციას ასრულებს, ერთსა და იმავე ფასიან ქაღალდზე.    თუ მომხმარებელი დღიურ მოვაჭრედ იდენტიფიცირდება, ის ვერ შეძლებს მე-4 დღიური ვაჭრობის ტრანზაქციის შესრულებას.
  • როგორ ვვაჭრობ თანხის ან რაოდენობის მიხედვით?
    თანხის მიხედვით ვაჭრობა: აქციის ყიდვისას,ჩაწერე თანხა, რომლის ინვესტიცირებასაც აპირებ. თანხა აქციების სავარაუდო რაოდენობაში აისახება. ტრანზაქცია კი საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად შესრულდება.    მაგალითად, თუ $100-ის ფარგლებში Tesla-ს აქციების ყიდვა გსურს, თანხის შეყვანის შემდეგ, დაახლოებით 0.360 აქციის შეძენას შეძლებ. (აღნიშნული რაოდენობა მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ფასიდან გამომდინარე შეიცვლება).     რაოდენობის მიხედვით ვაჭრობა:   შეგიძლია სასურველი რაოდენობის აქციები იყიდო. მაგალითად: Tesla-ს 0.01 აქციის ყიდვისთვის, 2.77$ დაგჭირდება. (აღნიშნული რაოდენობა მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ფასიდან გამომდინარე შეიცვლება).   გაითვალისწინე, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ინვესტირებასთან დაკავშირებულირჩევები.
  • როგორ დაგიკავშირდეთ?
    ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დაგვირეკე - +995 32 227 27 27 ან მოგვწერე - Support@tbccapital.ge
  • როგორ გავყიდო კომპანიის აქციები?
    შეძენილი აქციების გასაყიდად მიჰყევი ინსტრუქციას:   ● აირჩიე შენს პორტფელში ის აქციები, რომლის გაყიდვაც გინდა ● დააჭირე ღილაკს „გაყიდვა“ ● შეიყვანე სასურველი აქციების რაოდენობა ან თანხა ● გადაამოწმე დეტალები ● დაადასტურე ოპერაცია გაითვალისწინე, რომ პროცესში შესაბამის აქციაზე დადებული ბოლო გარიგების ფასი გამოჩნდება. შენი აქციის საბაზრო ფასად გაყიდვის შემთხვევაში, არ არსებობს გარანტია, რომ ის ზუსტად იმავე ფასად გაიყიდება. გაყიდვის დროს მითითებულ თანხაში ტრანზაქციის საკომისიოც შედის. 
  • როგორ გავიტანო თანხა?
    წერტილის ღილაკი. შემდეგ: ● დააჭირე ღილაკს „გატანა” ● ჩაწერე სასურველი თანხა ● აირჩიე ანგარიში, რომელზეც გსურს გადარიცხვა ● დაადასტურე ოპერაცია
  • რომელ ვალუტაში შევძლებ ჩარიცხვას?
    თანხის ჩარიცხვა მხოლოდ აშშ დოლარში შეგიძლია, რომელიც შეგიძლია გადმოიტანო როგორც ლარის, ისე დოლარის ანგარიშიდან.
  • როდის მივიღებ პასუხს განაცხადზე?
    ანგარიშის გახსნის სტატუსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია ინვესტიციების მთავარ გვერდზე, თითოეული ნაბიჯის დასრულებისას შეამოწმო. ანგარიშის გახსნის სავარაუდო დრო 5 წუთია. თუ ანგარიშის გახსნა არაავტომატური გახდება, შეტყობინებას აპლიკაციაში მიიღებ. ჩვენი წარმომადგენელი კი დამატებითი დეტალებისთვის ელ-ფოსტაზე დაგიკავშირდება.
  • How do I add a new question & answer?
    To add a new FAQ follow these steps: 1. Manage FAQs from your site dashboard or in the Editor 2. Add a new question & answer 3. Assign your FAQ to a category 4. Save and publish. You can always come back and edit your FAQs.
  • How do I edit or remove the 'Frequently Asked Questions' title?
    You can edit the title from the FAQ 'Settings' tab in the Editor. To remove the title from your mobile app go to the 'Site & App' tab in your Owner's app and customize.
  • Can I insert an image, video, or GIF in my FAQ?
    Yes. To add media follow these steps: 1. Manage FAQs from your site dashboard or in the Editor 2. Create a new FAQ or edit an existing one 3. From the answer text box click on the video, image or GIF icon 4. Add media from your library and save.

გადმოწერე ციფრული ბანკი

app store icon
play store icon

© 2023 ყველა უფლება დაცულია. 

  • fb footer
  • insta footer
  • youtube footer
bottom of page