გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა

თიბისის განაწილებით ნივთის ღირებულების გაყოფა შეგიძლია 4 ტოლ ნაწილად, საპროცენტო განაკვეთის და დამატებითი საკომისიოების გარეშე.

პროდუქტით სარგებლობა შეგიძლია იმ შემთხვევაში, თუ გაქვს წინასწარ დამტკიცებული განაწილების ლიმიტი. ლიმიტის შემოწმებას შეძლებ თიბისის მობაილ ბანკში.

პროდუქტის გამოყენება შეგეძლება მხოლოდ ციფრული ბანკიდან QR-ის დასკანერებით, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ტერმინალზე გამოჩნდება. QR-ის დასკანერების შემდეგ გამოგიჩნდება ძირითადი პირობები და გადახდის გრაფიკი.

ბოლო საფეხურზე პირობების გაცნობის შემდეგ დაადასტურებ ხელშეკრულებას.

სარგებლობის ძირითადი პირობები:

განაწილების ლიმიტი - 100-5000 ლარი

განაწილების ვადა - 4 თვე

საპროცენტო განაკვეთი - 0%

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 0%

გაცემის საკომისიო - 0%

წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 0%

პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - 2 (ორი) ლარი და დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 1.50% (ერთი მთელი ხუთი) (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.